გერმანული ვებგვერდის მიხედვით კვარაცხელია "ბაიერნს" სურს და "მიუნხენგლადბახის" მთავარი სამიზნეა

4-05-2021, 11:21

როგორც მიუნხენის "ბაიერნის" ვებგვერდი წერს, კვარაცხელია "მიუნხენგლადბახის" მთავარი სამიზნეა იმ დროს, როდესაც 20 წლის მოთამაშით "ბაიერნიც" ინტერესდება. 

"გავრცელებული ინფორმაციით, "მიუნხენგლადბახი" სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენს კვარაცხელიასამდი და მისი მთავარი სამიზნეა. "ბაიერნს", რომელსაც ფეხბურთელის გადაბირება სურს, ამ კლუბთან კონკურენცია მოუწევს. 

სავარაუდოა, რომ 20 წლის გარემარბი 15 მილიონად წავა ამჟამინდელი კლუბიდან.

20 წლის თავდამსხმელი თანდათან უახლოვდება ბუნდესლიგას. მისი შეძენა სურთ "ბაიერნს", "იუვენტუსს", "მილანს" და "ლიდს" იუნაიტედს. სიკვდილივით მეშინია, რომ ამ სახელს ყოველდღე დავბეჭდავ ხოლმე, მას ნამდვილად დამაინტრეგებელი პერსპექტივა აქვს, - ვკითხულობთ "bavarianfootballworks"-ზე.

ვებ გვერდმა ასევე კვარაცხელიას შესანიშნავი მომენტების ვიდეოც გამოაქვეყნა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი პრესპექტიული ფეხბურთელია ქართველი. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით