გიგა ჭიკაძე UFC-ის რეიტინგის ათეულში მოხვდა

4-05-2021, 11:30

გიგა ჭიკაძის წარმატებული სვლა გრძელდება. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და რეიტინგის მაღალ პოზიციებზე გადაყვანაც დაიმსახურა.

TSN-მა, "ნინძა" ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-10 პოზიციაზე გადაიყვანა, რაც ქართველი სპორტსმენის კარიერის საუკეთესო მიღწევაა.

ამასთან ერთად, ჭიკაძე პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც რეიტინგის ტოპ 10-ში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გიგამ ბოლო ბრძოლა 2 მაისს გამართა. მან კაბ სვანსონი პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით