„გამოიძახეთ ის ნაკრებში,“- არსენ ვენგერის რჩევა საფრანგეთს

4-05-2021, 12:31

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს რჩევა მისცა. 

მისი აზრით, დიდიე დეშამმა ნაკრებში კარიმ ბენზემა აუცილებლად უნდა გამოიძახოს:

„ჩემთვის, კარიმი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს 100%-ით იმსახურებს. მიზეზი, რატომაც მას ნაკრებში არ იძახებენ, სპორტს არ ეხება. კარიმი უკვე 10 წელია, რაც მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერია და სპორტული თვალსაზრისით, საფრანგეთის ნაკრების წევრი აუცილებლად უნდა იყოს,"-განაცხადა ვენგერმა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით