ESPN- ლეო მესის მომავალი გაირკვა

4-05-2021, 12:40

ESPN-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი, ლეო მესი, გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 

როგორც ირკვევა, არგენტინელი ფეხბურთელი „ბლაუგრანაში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. მიუხედავად უამრავი ჭორისა, ხუან ლაპორტამ მესის დარწმუნება შეძლო. 

ამასთან ერთად, გუნდის ახალი პრეზიდენტის ინტერესებში ნეიმარის დაბრუნებაც შედის- კატალონიაში თამაში თავად ფეხბურთელის სურვილიცაა,თუმცა „ბარსელონას“ რთული ფინანსური მდგომარეობა სიტუაციას ართულებს. მედია ვარაუდობს, რომ მესის დარჩენის გადაწყვეტილება დიდწილად ნეიმარის შესაძლო დაბრუნებითაა განპირობებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით