ფატი მორიგ ოპერაციას გაიკეთებს- რამდენი ხანი გაუცდება ესპანელს

4-05-2021, 12:53

კატალონიის „ბარსელონას“ ტალანტს, ანსუ ფატის, მეორე ოპერაციის გაკეთება მოუწევს. 

როგორც ირკვევა, ესპანელ ფეხბურთელს ოპერაცია ხუთშაბათს ჩაუტარდება, რის გამოც კიდევ 2 თვე იუქმებს და „ბლაუგრანას“ მომდევნო სეზონის სტარტზე დაუბრუნდება.

ოპერაციის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც დადგინდა, რომ ანსუ პირველი ოპერაციით სრულიად გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებდა და შესაძლო იყო, რომ ტრავმა კვლავ გამიზეზებოდა. ამის გამო, ექიმებმა მასთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილებად მეორე ოპერაციის ჩატარება და რისკების მინიმუმამდე დაყვანა მიიჩნიეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით