ჭიკაძემ EA Sports-ს მიმართა - "ჩემი შვილი თამაშში მამას ვერ პოულობს"

4-05-2021, 13:10

ცნობილმა ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, სოციალურ ქსელებში საინტერესო პოსტი განათავსა.

"ნინძამ" ვიდეო თამაშების ცნობილ დეველოპერულ კომპანიას, EA Sports მიმართა. ამ კომპანიას ეკუთვნის ისეთი ვიდეო თამაშები, როგორებიცაა FIFA, NFL, UFC და ბევრი სხვა.

"ჰეი, EA Sports, ჩემი შვილი თამაშში მამას ვერ პოულობს, როდის გაუკეთებთ მას სიურპრიზს ? ", - წერს გიგა ტვიტერის გვერდზე.

ამ პოსტის მიზეზი მარტივი გასაგებია, UFC 4-ში ჯერ კიდევ არ არის დამატებული გიგა ჭიკაძე, რაზეც მან უკმაყოფილება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი დღეს ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-10 ადგილზე გადავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით