ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

4-05-2021, 13:51

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ვაკო ყაზაიშვილი, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 

ქართველმა შემტევმა „გუნჯუს“ წინააღმდეგ ლამაზი გოლის გატანა მოახერხა - ყაზაიშვილისთვის ეს მეორე სიმბოლურია, რასაც მე-8 ტურში საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც ემატება. 

ვაკოს მიმდინარე სეზონში 2 გოლთან ერთად 2 ასისტიც აქვს, მისი გუნდი კი გათამაშების მეორე ადგილზეა. „ულსანს“ მორიგი მატჩის გამართვა 9 მაისს მოუწევს.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით