"დე ლიხტს ყველაფერი აქვს, რომ კაპიტანი გახდეს" - ფრანკ დე ბური

4-05-2021, 14:34

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველზე, მატიას დე ლიხტზე ისაუბრა.

"დე ლიხტი ძალიან ბევრს თამაშობს, იტალია განთქმულია კარგი დაცვით და მატიასი თავს ამ ყველაფერს იდეალურად ართმევს. კიელინი და ბონუჩი მას ძალიან ეხმარებიან, მინდორზე და მის გარეთ.

დე ლიხტს ყველაფერი აქვს, რომ კაპიტანი გახდეს. ის დაიბადა როგორც ლიდერი და მას ძალიან კარგი თვისებები გააჩნია. შემთხვევითობა არ არის ის, რომ 18 წლის ასაკში ისეთი ლეგენდარული კლუბის კაპიტანი იყო, როგორიც აიაქსია,"- განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით