ემერი: ობამეიანგი ნამდვილი მკვლელია

5-05-2021, 19:18

"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ "არსენალთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "მეთოფეთა" გაბონელი თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ ისაუბრა.

"ობამეიანგი ნამდვილი მკვლელია.

ის ასეთი იყო, არის და იქნება პიერ-ემერიკს რთული დრო ედგა, როცა ავადმყოფობის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ახლა იგი დაბრუნდა.

ობამეიანგი იქ შრომისთვისა და გუნდისთვის ყველაფრის გაღებისთვისაა. თუ ის უმაღლეს დონეზე ითამაშებს, მისი შეჩერება ურთულესი იქნება.

ველოდებით, რომ ხვალ ობას საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ. ამავეს ვიტყოდი გრანიტ ჯაკაზეც. ვფიქრობ, ის დიდი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია.

ობამეიანგი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო, როცა იქ ვმუშაობდი. როგორც ვთქვი, იგი ცივსისხლიანი მკვლელია და ფიზიკურად საოცრადაა მომზადებული."
- თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ "არსენალსა" და "ვილიარეალს" შორის ევროპალიგის ნახევარფინალის საპასუხო ჯახი შედგება. ესპანეთში გამართული მატჩი "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ანგარიშით 2:1 მოიგო, ახლა კი ჯერი "მეთოფეებზეა" მიმდგარი.

რაც შეეხება უნაის, იგი ლონდონურ კლუბს 2018-2019 წლებში წვრთნიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით