რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

5-05-2021, 23:52

სერია A-ს სკაუტმა, ალექს ველიკიხმა, Matchtv-სთან საუბრისას ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა, რომელსაც რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება.

მისი თქმით, ქართველ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატიდან ბევრი მსურველი ჰყავს:

„იტალიური გუნდები რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს აქტიურად აკვირდებიან. უდაოვოა, რომ ყველაზე დიდ ინტერესს ხვიჩა კვარაცხელია იწვევს, თუმცა არიან სხვა საინტერესო მოთამაშეებიც. უნდა ითქვას ისიც, რომ რუსული გუნდების მოთხოვნები და იტალიელების ფინანსური მდგომარეობა თანხვედრაში არ მოდის.

„სავარაუდოა, რომ რუსეთს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. რაც შეეხება კვარაცხელიას, მის შემთხვევაში ბევრი რამ „რუბინის“ სატურნირო მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული- თუ ისინი ევროტურნირებზე გასვლას შეძლებენ, სავარაუდოა, რომ ხვიჩა 1 სეზონით კვლავ დარჩება. ევროტურნირებზე ასპარეზობა გუნდსაც და ფეხბურთელსაც საშუალებას მისცემს, რომ მოლაპარაკებები უფრო მყარი პოზიციიდან აწარმოონ,"-განაცხადა მან.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით