ლენო: "გუნდში ყველა დამწუხრებულია"

7-05-2021, 17:00

"არსენალის" გოლკიპერმა ბერნდ ლენომ "ვილიარეალთან" 2-1 მარცხისა და ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენთვის ეს ყველასთვის რთულია, აგრეთვე გულშემატკივრებისთვისაც. იმედია შემდეგ სეზონს უკეთესად ჩავატარებთ, თუმცა მატჩები კიდევ გვაქვს დარჩენილი და ამ თამაშებში უნდა ვიბრძოლოთ და ვაჩვენოთ, როგორ გვიყვარს ჩვენი კლუბი. 

ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ შანსები ვერ გამოვიყენეთ. საერთო ჯამში მოწინააღმდეგეს ჩვენ ვაჯობეთ," - აცხადებს ლენო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით