"ეს რომ ვუთხარი, ძალიან გაეცინათ" - გუცაევი "რეალში" ტრანსფერზე

11-05-2021, 22:31

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრის დროს მადრიდის "რეალში" არშემდგარი ტრანსფერის ისტორია გაიხსენა.

"სასტუმროში, ჰოლში ვიჯექით მთელი გუნდი, როდესაც "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი შემოვიდა. პირდაპირ ჰოლში დაიწყო დიალოგი. არ ვიცოდით, რაზე მიდიოდა საუბარი.."

"მცირე ხნის შემდეგ ბატონმა ნოდარიმ დამიძახა და ამიხსნა სიტუაცია. "რეალს" ჩემი ყიდვა უნდოდა. იქვე კგბ-ს წარმომადგენელი იყო. ამ პერიოდში მსგავსი რამის გაფიქრებაც კი უკვე დანაშაულის ტოლფასი იყო."

"ბატონმა ნოდარიმ პირდაპირ მითხრა, რომ ამის გაკეთება არ შეგვეძლო და მეც ლამაზი უარი უნდა მეთქვა. მეც ვუთხარი "რეალს": "მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი გუნდი. კარგი პირობები მაქვს, მყავს მანქანა." რომ მკითხეს რა მანქანააო და ვუპასუხე "ვოლგა", ამაზე ძალიან გაეცინათ. ცნობისთვის, ამ დროს ხელფასი 300 მანეთი მქონდა", - იხსენებს გუცაევი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით