ჭიკაძე: "მსურს, რომ ჩემი რეკორდი გავაუმჯობესო"

12-05-2021, 09:40

"UFC"-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე აცხადებს, რომ არ აპირებს მიღწეულს დასჯერდეს და პირადი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს, რის გამოც იგი ჰიუსტონში გაემგზავრება და მზად არის, UFC-ის 262-ე ბრძოლაში რომელიმე მონაწილის მაგივრად მიიღოს მონაწილეობას. "mmajunkie"-ს ცნობით, გიგა თავის თანაგუნდელთან ბენეილ დაირუშთან ჩავა საგულშემატკივროდ და მოიცდის, სანამ მისი დრო არ დადგება.

"ბილეთს შევიძენ და მეგობრის მხარდასაჭერად წავალ. იქ ყოფნის სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, მოვახერხებ თუ არა მონაწილეობა მივიღო, მაინც კმაყოფილი ვიქნები. 

მინდა, ჩემი პირადი რეკორდი გავაუმჯობესო. გასულ წელს ოთხი ბრძოლა ჩავატარე, ამ წელს კი ხუთი მსურს," - განაცხადა ჭიკაძემ.

წყაროს ცნობით, ჭიკაძე რამდენიმე მებრძოლთან დაპირისპირებას განიხილავს მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში. გასულ კვირას მიღწეული წარმატების შემდგომ ქართველი "ნინძა" უკან დახევას არ აპირებს ახალი გამოწვევების მისაღებად. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით