"გაიხსენეთ მისი გოლები" - რას წერენ უცხოურ მედიაში კვარაცხელიაზე

12-05-2021, 09:57

"euro-football"-მა იმ მოთამაშეთა სიტუაცია მიმოიხილა, რომლებიც დიდი ალბათობით, რუსული კლუბებიდან წავლენ. მათ შორის არიან: "ცსკას" ნახევარმცველი ნიკოლა ვლასიჩი, "ზენიტის" შემტევი სარდრან აზმუნი, "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ანტონ მირანჩუკი და ბოლოს ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია. 

"ამ სეზონში კვარაცხელიას გუნდის ნამდვილი ლიდერის როლი აკისრია. თავდამსხმელი ბრწყინვალე თამაშით გამოირჩევა, იტანს გოლებს და თანაგუნდელებსაც ეხმარება. კვარაცხელიას თამაში გამოსარჩევია ნაკრებშიც - შეგიძლიათ, გაიხსენოთ კვარაცხელიას გატანილი გოლები ესპანეთთან და საბერძნეთთან," - წერს გამოცემა. 

20 წლის "რუბინის" ქართველ გარემარბს არაერთი დიდი კლუბი აკვირდება, მათ შორის იტალიური "იუვენტუსი", მიუხედავად ამისა, უფრო დამაჯერებელია, რომ კვარას მიმართ ყურადღებას "სევილიასნაირი" გუნდი უფრო გამოიჩენს. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით