ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი პარტნიორი ჰყავს (ფოტო)

12-05-2021, 13:00

გუშინ გაიმართა შეხვედრა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-9 ნომრად განთესილ მატეო ბარეტინოსთან 6:4, 2:6, 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ახალი სამოსით გამოვიდა კორტზე. ცნობილი ხდება, რომ ამიერიდან ქართველ ჩოგბურთელს ახალი პარტნიორი, არმანის სპორტული ხაზი EA7 შემოსავს. 

ბოლო წლის მანძილზე ქართველს არცერთ უცხოურ ბრენდთან არ გაუფორმებია ხელშეკრულება. როგორც ჩანს ეს ნეკა დოროყაშვილთან სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო მოხდა, ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ძალადობაში სდებს ბრალს. 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით