პოგბა "იუვენტუსში" რჩება?

16-07-2016, 20:14

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულში მაინც არ შედგება, მიუხედავად მის მიმართ უამრავი გრანდის ინტერესისა. მოგეხსენებათ, პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" მთავარი სამიზნეა. როგორც ცნობილია, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, 120 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, მიუხედავად ასეთი მაღალი შეთავაზებისა, როგორც ჩანს, იტალიის ჩემპიონებს თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება მაინც არ სურთ. ცნობილია, რომ "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ პოგბასთვის ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება უკვე გაამზადა, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურად 6-7 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ფრანგის მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ის ამჟამად ყოველ წელს 4.5 მილიონს იღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით