დვალიშვილის სამაგალითო საქციელი ჯოჯუასადმი: “აქ ქართველები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ”

14-05-2021, 22:06

დროთა განმავლობაში, UFC-ში ქართველმა სპორტსმენებმა ფეხი მოიკიდეს. სასიამოვნოა, რომ გარდა კაცებისა, ჩვენი დროშის ღირსებას ლიანა ჯოჯუაც იცავს. 

ქართველმა სპორტსმენმა მედიასთან საუბრისას მერაბ დვალიშვილზე და მის სამაგალითო საქციელზე ისაუბრა:

აქ ქართველები ერთმანეთს ყველანაირად ვეხმარებით. დვალიშვილმა შემომთავაზა, რომ ფორმის ასამაღლებლად ამერიკაში, სამ ტოპ სპორტსმენ გოგონასთან ერთად მევარჯიშა, რაც ძალიან დამეხმარა. ამასთან ერთად, მერაბი მატერიალურადაც ყველანაირად გვერდში დამიდგა- მისმა ბინისა და მანქანის არენდამ ძალიან შემიწყო ხელი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია,- განაცხადა ჯოჯუამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით