ცნობილია: რომელი ქართველი ძიუდოისტები წავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე

14-05-2021, 22:22

როგორც მოგეხსენებათ, 6-13 ივნისს ძიუდოს მოყვარულებს მსოფლიო ჩემპიონატი ელის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება.

ჩვენ უკვე ოფიციალურად ვიცით, თუ რომელი ძიუდოისტები წარდგებიან ამ შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.) ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).

ქალთა ნაკრები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+77 კგ.).

როგორც ხედავთ, უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, წარმომადგენელი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში არც ამჯერად გვეყოლება, არადა ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი მაძიებელი რომ იქნებოდა, ეს ყველასთვის ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს 2019 წელს, ტოკიოში შედგა და იქიდან ქართველები ორი მედლით დაბრუნდნენ - 1 ოქრო (ლუხუმ ჩხვიმიანი) და 1 ბრინჯაო (ლუკა მაისურაძე). ასევე ხაზგასასმელი შემთხვევაა, რომ კოვიდპანდემიის გამო, წელს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად,  ოლიმპიადაც გველის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით