სამწუხარო ამბავი - ზაზა ნადირაძეს ოლიმპიადაზე ვერ ვიხილავთ

14-05-2021, 22:35

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე თანამედროვე ქართული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია. ზაზას ანგარიშზეა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. იგი ასევე ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს პრიზიორიცაა, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში წარმატებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ნადირაძე ღირსეულად გამოვიდა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზეც, თუმცა, სამწუხაროდ, მას ტოკიოს ოლიმპიადაზე ვეღარ ვიხილავთ. 12 მაისს, უნგრეთში ჩატარებულ ტურნირზე საბოლოოდ გაირკვა, რომ 28 წლის სპორტსმენმა ლიცენზია ვერ მოიპოვა.

ამის შესახებ ზაზამ ფეისბუქშიც დაწერა:

"მეგობრებო, დღეს საბოლოოდ დავემშვიდობე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. სამწუხაროდ, ლიცენზია ვერ მოვიპოვე…

ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის! წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ არის!

ახლა ორი კარგი ამბავი მინდა გითხრათ, ჩემმა მეგობრებმა, გუნდელებმა, ბადრიმ და მარიმ წარმატებით გაართვეს თავი თავიანთ შესარჩევ გაცურვებს და ლიდერი შედეგებით გადავიდნენ ფინალებში, ფინალში კი ორივე თავდაუზოგავად იბრძოლებს ტოკიოს ლიცენზიებისთვის, სხვა გზა არაქვთ, ჩემი მარცხი უნდა აანაზღაურონ. ფინალები იქნება ხვალ! ვუგულშემატკივროთ საქართველოს!"


როგორც ხედავთ, ზაზამ პოსტში საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი - ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ახსენა. სხვათაშორის, მათ ფინალი უკვე ჰქონდათ და თავი გამოიჩინეს კიდეც. ზაზამ მამაკაცთა K1 კატეგორიაში 200 მეტრზე ცურვაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მარიამმა ქალთა C1 კატეგორიაში ასევე 200 მეტრზე ცურვაში - მეხუთე ადგილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით