დიდი სიურპრიზი ქართველ ქომაგებს - საინტერესო მინიშნება გიგა ჭიკაძისგან

16-05-2021, 22:30

საქართველოში UFC უფრო და უფრო იკიდებს ფეხს - ოკეანის გაღმა რამდენიმე გამორჩეული სპორტსმენი ასპარეზობს, რომლებიც საქართველოს დროშის ღირსებას საამაყოდ იცავენ. 

ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, სოციალურ ქსელში UFC-ის პრეზიდენტთან, დანა ვაითთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "აბა დანამ რაო !?"

ქომაგმა მას თბილისში შესაძლო ივენთზე ჰკითხა, გიგამ კი მოკლედ უპასუხა - "თბილა". სავარაუდოდ, ეს კიდევ ერთი მინიშნებაა იმისკენ, რომ UFC-ს ივენთის თბილისში ჩატარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით