"მის ადგილას ამას გავაკეთებდი""- რას ამბობენ კვარაცხელიაზე გუნდელები

16-05-2021, 17:15

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გუნდის ფორვარდმა, ჯორჯ დესპოტოვიჩმა, ყაზანური გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა.

"მის ადგილას რომ ვიყო, რუსეთში კიდევ რამდენიმე სეზონი დავრჩებოდი, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ეჭვგარეშეა, რომ ის დიდებული ფეხბურთელია და წინ უდიდესი კარიერა ელის. კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელია, ვის გვერდითაც ოდესმე მითამაშია," - განაცხადა 29 წლის ფორვარდმა „რუბინის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან.

კვარაცხელიას გადაბირებას როგორც სერია ა-დან, ასევე პრემიერ ლიგიდან და ბუნდესლიგიდან ცდილობენ. Transfermarkt-ზე ქართველ მოთამაშეს 15 მილიონ ევროდ აფასებენ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით