კაშია ქვილითაიას გაეხუმრა - "რეებს ბოდავ არ ვიცი, მაგრამ.."

16-05-2021, 14:22

როგორც მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" გუშინ კვიპროსის თასის ფინალი მოიგო. სხვათაშორის, გადამწყვეტი გოლი 110-ე წუთზე, გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

მატჩის შემდეგ, ქვილითაია შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მასთან მცირე ინტერვიუც ჩაწერეს, სადაც ქართველი მოთამაშე ინგლისურად საუბრობდა.

მის აქცენტს თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, გურამ კაშია ინსტაგრამზე გამოეხმაურა: "რეებს ბოდავ არ ვიცი, მაგრამ გილოცავ".





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით