რას აპირებს ქეცბაია - "ანორთოსისის" პრეზიდენტის განცხადება

16-05-2021, 14:34

კვიპროსის თასის ფინალმა, სადაც ფამაგუსტას "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა, საქართველოშიც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ბუნებრივია, ეს იმითაა განპირობებული, რომ თასის ტრიუმფატორებს თემურ ქეცბაია წვრთნის და ამ გუნდის შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია (გადამწყვეტი გოლის ავტორი) და გიორგი ლორია ირიცხებიან.

გუშინდელი შეხვედრის შემდგომ, "ანორთოსისის" პრეზიდენტმა, ევგენიოს ამბულასმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ჟურნალისტებმა ამბულასს ქეცბაიას მომავლის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"მოდი, არ ვახსენოთ ისეთი საკითხები, რომელიც აშკარაა და ახსნის აუცილებლობაც არ არსებობს. როდესაც ზოგიერთი ჟურნალისტი ჩვენი გეგმებით დაინტერესდა. მას ვუთხარი, რომ თემურ ქეცბაიასთან ძალიან მტკიცე ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი მოღვაწეობაც თანხვდენილად წავა. კარგად ვიცი, როგორ ამოვუდგე მხარში თემურისნაირ ადამიანებს. მალე სიახლეებს შეიტყობთ. მას კონტრაქტს შესთავაზებთ და ისიც დაგვთანხმდება, რადგან თემურს დარჩენა უნდა."

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების მიხედვით, ქეცბაია გუდიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა ბატონი ევგენიოსის ამ განცხადების შემდეგ, ბუნებრივია, მოცემულობა იცვლება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით