რას წერენ კვიპროსულ მედიაში ქეცბაიას ტრიუმფის შემდეგ

16-05-2021, 16:21

თემურ ქეცბაიას „ანართოსისმა“ კვიპროსის თასის მოგება შეძლო. სასიხარულოა, რომ გამარჯვების გოლის გატანა გიორგი ქვილითაიამ მოახერხა. 

რა თქმა უნდა, კვიპროსულ სპორტულ მედიაში ახლა მთავარი განხილვის საგანი სწორედ „ანართოსისის“ ტრიუმფია. გამოცემებმა სტატიები გუნდის მთავარ მწვრთნელ, თემურ ქეცბაიასაც მიუძღვნა:

ქეცბაიამ პირობა დადო, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ის ტიტულს აუცილებლად მოიგებდა და ასეც გააკეთა- 13 წლის შემდეგ, „ანართოსისს“ თასი მოაგებინა, გულშემატკივრებს ოქროს მედალი აჩუქა და წავიდა,"- წერს philenews ქართველ სპეცეალისტზე.

მიუხედავად ამისა, რომ გამოცემა ქეცბაიას წასვლაზე იტყობინება, „ანართოსისის“ ხელმძღვანელობა თემურის დარჩენას და ახალ ხელშეკრულებას აანონსებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით