ოქრიაშვილი: "ჩემი მომავალი? შანსები 50/50-ზეა"

17-05-2021, 14:30

თორნიკე ოქრიაშვილმა LarnakaSports"-თან ინტერვიუში გუნდთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

"თასის ფინალის მატჩმა ძალიან დიდი ენერგია დაგვახარჯვინა და დავიღალე, თუმცა გამარჯვებით ბედნიერები ვართ. ეს გამარჯვება დაიმსახურეს გულშემატკივრებმა, მწვრთნელმა და მთლიანად გუნდმა! ვიმსსახურებდით და ამგვარად თასსაც დავეუფლეთ. 

ჩემი მომავალი "ანორთოსისში"? შანსები 50/50-ზეა. ჯერ ჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია. მალე გაირკვევა, სად გავაგრძელებ ასპარეზობას," - დაასრულა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით