კვარაცხელიას უდიდესი აღიარება - ცნობილი რუსი კომენტატორი ქართველს საუკეთესოდ ასახელებს

17-05-2021, 12:58

"Матч ТВ"-ის ცნობადმა კომენტატორმა გეორგი ჩერდაცევმა პრემიერ ლიგის სეზონი მიმოიხილა. 

"მე ვფიქრობ, რომ ამ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა რუსეთის პრემიერლიგაში. ეს ნამდვილი გაბრწყინება იყო და უდიდესი როლი ითამაშა, რომ "რუბინს" ევროსაგზური დაებრუნებინა," - განაცხადა რუსმა კომენტატორმა. 

მოსალოდნელია, რომ კვარაცხელია ევროპის რომელიმე ძლიერ გუნდს შეუერთდება, რადგან მისით ძალიან ბევრი გრანდია დაინტერესებული.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით