ქეცბაიას გუნდი მომავალი სეზონისთვის პრაქტიკულად ცნობილია

17-05-2021, 13:00

კვიპროსული მედიის ცნობით, „ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი, ქრისტოს პულაიდისი გუნდის მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ელაპარაკა და თანამშრომლობის განახლებაზე შეუთანხმდა.

„ანორთოსისის“ მწვრთნელმა მისი კონტრაქტის შესახებ ტელეკომპანია ANT1-თან ეთერშიც ილაპარაკა.

„ამ დღეებში დავსხდებით და ბევრ რამეს განვიხილავთ. კონტრაქტის განახლებამდე მინდა ვიცოდე, რა მიზანი აქვს გუნდს – მე მსურს, რომ „ანორთოსისს“ ჰყავდეს საჩემპიონო გუნდი, რომელსაც ტიტულებზე მუდმივი პრეტენზია ექნება. ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება. თანამშრომლობის ნება ორივე მხრიდან არსებობს. ამ გუნდში დიდი დრო გავატარე, მაგრამ რაც თამაშის წინა დღეს და დაწყებამდე მოხდა, არასოდეს განმიცდია“, - განაცხადა პულაიდისმა.

შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით, ქეცბაია კარიერას ისევ"ანართოსისში" გააგრძელებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით