უდიდესი ტრაგედია - 25 წლის ფეხბურთელი ბურთის მოხვედრის შემდეგ გარდაიცვალა

17-05-2021, 16:58

პორტუგალიური კლუბის, Centro Social da Bufarda-ს ოფიციალური განცხადებით, კლუბის მეკარე და ამავდროულად დირექტორი, რიკარდო კოშტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გასულ დღეს, მატჩის დროს, კოშტას ახლო მანძილიდან ბურთი მუცელში მოხვდში. 25 წლის მოთამაშემ თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო შტაბმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და დღეს, რიკარდო კოშტა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

"Centro Social da Bufarda-მა დღეს გუნდის და მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ელემენტი დაკარგა. ვიზიარებთ ჩვენი კოლეგის, რიკარდო კოშტას ოჯახის მწუხარებას. მთელი გუნდი, მენეჯმენტი, ტექნიკური შტაბი თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს. მეგობრობა, ერთად გატარებული კარგი დრო და კომპანიონობა მუდამ გვემახსოვრება, რიკარდო",
- წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით