ფაჩულია: "გოლდენ სტეიტში ყველაზე მეტად ამან გამაკვირვა"

17-05-2021, 19:54

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ, Gigantes-თან საინტერესო კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი ასეთი კითხვა "გოლდენ სტეიტ უორიორსში" გატარებულ პერიოდს ეხებოდა.

რა ისწავლეთ სტეფ კარისგან და კევინ დურანტისგან ? რას ნიშნავდა მათთან ერთად გასახდელში ყოფნა ?

"ეს სახალისო იყო, რადგან მარცხნივ სტეფი მეჯდა, მარჯვნივ კი დურანტი, მე მათ შორის ვიყავი. ეს გასაოცარია, მათ უამრავი ფეხსაცმელი ჰქონდათ და ჩემ ადგილსაც ავსებდნენ.. ყველგან ფეხსაცმელები იყო!

ჩემი ყურადღება ერთმა ფაქტმა განსაკუთრებით მიიპყრო, რამაც გამაკვირვა კიდეც. ვარჯიშის შემდეგ, ორივე რჩებოდა და ისევ ისროდნენ. ვეკითხებოდი ჩემს თავს, რატომ ისვრიან ერთად და არა ცალცალკე ? ისინი ისროდნენ 50-ჯერ და აგდებდნენ 47, 48 სროლას.. სტეფმა რამდენიმეჯერ ყველა სროლა გამოიყენა. ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, რათა უკეთესები გამხდარიყვნენ.

რთული მატჩების შემდეგაც, ისინი ზოგჯერ რჩებოდნენ. მათ მუდამ სურდათ კონკურენციის დონის გაზრდა. მათგან ეს ვისწავლე",
- განაცხადა ფაჩულიამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით