ოთხთა ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე - რას ამზადებს უეფა

27-05-2021, 23:45

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას აპირებს, - იუწყება New York Times.

წყაროს თანახმად, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია იმაზე ფიქრობს, რომ ნახევარფინალური დაპირისპირება ორმატჩიანის მაგივრად ერთმატჩიანი გახადოს.

ეს ნახევარფინალები, ფინალთან ერთად, ერთ კონკრეტულ ქალაქში გაიმართება და ოთხთა ფინალის სახეს მიიღებს. უეფა ამის შემოღებას 2024 წლიდან გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, მსგავსი ფორმატი ქომაგმა 2020 წელს, ლისაბონში იხილა, თუმცა იქ ერთმატჩიანი დუელები მეოთხედფინალიდან დაიწყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით