კიდევ 3 ქართველი "ანართოსისში" !? - ქეცბაია ახალ დესანტს კრავს

9-06-2021, 23:47

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, ქართველი სპეციალისტი კლუბში 2 თანამემამულეს, ვაკო გვილიას და გიორგი აბურჯანიას ეპატიჟება.

უკვე ცნობილია, რომ ვაკო გვილიამ ვარშავის "ლეგიას" რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, "ანორთოსისს" მისი ტრანსფერი სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია.

გიორგი აბურჯანია ამჟამად ესპანური "კარტახენას" რიგებს იცავს. მისთვის "ანორთოსისი" უცნობი გუნდი არ არის, რადგან ჩვენებური კვიპროსულ გუნდში 2014-16 წლებში გამოდიოდა.

გარდა ამისა, ერთ-ერთი კვიპროსული რადიოს ინფორმაციით, ქეცბაიამ გიორგი ქინქლაძეს კლუბში სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზა. მოგახსენებთ, რომ ქინქლაძე კვიპროსული კლუბის რიგებს 2005 წელს იცავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით