რას წერენ ბრიტანულ მედიაში - "კვარა მაგიურად თამაშობს, თუმცა.."

9-06-2021, 23:53

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ იურგენ კლოპთან "ლივერპულში" თამაში სურს. ინგლისური გამოცემა Tbrfootball აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.

"მოლაპარაკებები დაიწყო - კვარაცხელია ამბობს, რომ ის ლიდსს ესაუბრა, თუმცა იურგენ კლოპთან თამაში სურს. ახალგაზრდა მოთამაშემ რუსეთის პრემიერ ლიგაში გულშემატკივრები აღაფრთოვანა. ის მაგიურად მოქმედებს და მხოლოდ უკეთესი გახდება. მისმა სახელმა მრავალი დიდი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

მაგრამ ღირს ასეთი თანხის საფასურად მისი ტრანსფერი? რთული სათქმელია. ის კარგად ასრულებს საკუთარ როლს იმ დონეზე, რომელზეც თამაშობს, მაგრამ შეუძლია თუ არა მას ინგლისის პრემიერ ლიგის საფეხურზე ასვლა? ეს უცნობია, ფასის გათვალისწინებით კი - ეს ტრანსფერი სარისკოა" 
- წერს ინგლისური გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით