"ჩემი შემდეგი გაჩერების ადგილი ტურინია" - პოგბა

10-06-2021, 16:00

როგორც მოგეხსენებათ, "იუვე" პოგბას გადმობირებას უკვე დიდი ხანია ცდილობს. მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ, გუნდი ფრანგის ტრანსფერზე განსაკუთრებით გააქტიურდა.

ახლახანს, პოგბამ ახალი ფოტო დადო ინსტაგრამზე. სადაც, "ბებერი ქალბატონის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კლაუდიო მარკიზიომ შემდეგი რამ დაუკომენტარა: "გთხოვ, დაბრუნდი ტურინში. ძალიან გვჭირდები."

რაზეც, პოლმა პასუხი არ დააყოვნა: "კარგი მარკიზიო. ჩემი შემდეგი გაჩერების ადგილი ტურინი იქნება."

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით