ჯანო ისევ ტრავმირებულია - რა დრო გაუცდება ქართველ ნახევარმცველს

10-06-2021, 14:21

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, თბილისის "დინამოში" გადავიდა, თუმცა თბილისელთა რიგებში ჩარიცხვის შემდეგ მან მხოლოდ 1 თამაშში მოასწრო მონაწილეობის მიღება.

ლელო იტყობინება, რომ ქართველი ნახევარმცველი ამ კვირაში მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც საკმაო ხნის გამოტოვება მოუწევს.

საუკეთესო შემთხვევაში, ის ივლისსში ან აგვისტოში მოახერხებს დაბრუნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ "დინამო" ევროთასების საწყის ეტაპებს ანანიძის გარეშე ჩაატარებს.

სასიხარულოა, რომ გუნდის მეორე ტრავმირებული, გიორგი ქიმაძე, ვარჯიშის დაწყებას დაახლოებით 10 დღეში შეძლებს და ოპტიმალურ ფორმას მალევე დაუბრუნდება. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით