ჩრდ.მაკედონიის ნაკრებს დასცინეს - რა ბედი ელით მათ ევროპის ჩემპიონატზე

10-06-2021, 23:02

ევრო 2020-სთვის მაკედონიის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ფორმები შეკერა, თუმცა იმდენად ცუდი აღმოჩნდა, რომ ძალიან ნეგატიური გამოხმაურების გამო, მათ ძველი ფორმების დაბრუნება მოუწიათ. 

ჩრდილოეთ მაკედონიელთა ფორმები ფერებით თითქმის პორტუგალიის ნაკრების სათამაშო მაისურებს ჰგავდა. სოციალურ ქსელში, გულშემატკივრებისგან ამ ყველაფერს ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციას ბოდიშის მოხდაც მოუწია:

„ახალი ფორმა ფეხბურთელების ჩართულობით შეიკერა, თუმცა ფერებმა ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ვიღებთ, თუმცა ტექნიკური მხარე ვალდებულია, პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად გაინაწილოს. მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე ძველი ფორმებით წარსდგება, რომლის 250 სათამაშო ვერსიაც მალე შეიკერება,"- წერია განცხადებაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით