რუსეთის ჩივილმა გაჭრა - უეფამ უკრაინას ფორმის შეცვლა დაავალა

10-06-2021, 17:45

უკრაინამ ევროპის ჩემპიონატისთვის საფეხბურთო ფორმა წარადგინა, რომელზეც კონტურით ქვეყნის რუკა იყო გამოსახული, მათ შორის ყირიმის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ ყირიმი რუსეთის მიერ არის ანექსირებული, შესაბამისად უკრაინელთა ამ მაისურმა დუმაში რუსები ძალიან გააღიზიანა.

უეფას ოფიციალური განცხადების მიხედვით, უკრაინის ფორმიდან "პოლიტიკური" სიმბოლოები უნდა ამოიღონ. რუკასთან ერთად, ეს ეხება წარწერას : "დიდება გმირებს. "

რუკაზე არის წარწერა "დიდება უკრაინას", რომლის მიმართაც უეფას პრეტენზია არ აღმოაჩნდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით