ოფიციალურად: ჟორჟინიო ვეინალდუმი "პსჟს" ფეხბურთელია

10-06-2021, 19:21

"პარი სენ-ჟერმენმა" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბმა ჟორჟინიო ვეინალდუმი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

როგორც მოგეხსენებათ, ნახევარმცველის გადაბირების ფავორიტი კატალონიის "ბარსელონა" იყო და ესპანელებს სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნული ჰქონდათ, თუმცა ამ დროს წინა პლანზე ფრანგული კლუბი გამოჩნდა, რომელმაც ვეინალდუმს უკეთესი პირობები შესთავაზა.

"ბლაუგრანა" ნიდერლანდელ მოთამაშეს 3.5 მილიონ ევროს სთავაზობდა, "პარი სენ-ჟერმენის" შეთავაზებაკი 9.5 მილიონ ევროს უტოლდება, რამაც ტრანსფერში მთავარი როლი ითამაშა.

ჟორჟინიომ გასულ სეზონში "ლივერპულის" მაისურით 51 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 3 გოლით გამოიჩინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით