ცხადაძე "დინამოში" საქართველოს ნაკრების მოთამაშეს ეპატიჟება

10-06-2021, 19:22

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ "თბილისის" დინამო ჩაიბარა და უკვე სადებიუტო მატჩიც გამართა.

ცხადაძეს ევროტურნირებისთვის კარგად მომზადება სურს, ამიტომ ის ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს და ცდილობს, რომ "დინამო" მაქსიმალურად მაღალი დონის ფეხბურთელებით დააკომპლექტოს.

Goal.ge-ს ინფორმაციით, თბილისური კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ნაკრების მოთამაშესთან, ლევან შენგელიასთან, რომელიც ამჟამად უკლუბოდ არის.

შენგელია თურქეთის ჩემპიონატში სწორედ "დინამოდან" გადავიდა, თუმცა სეზონის ბოლოს ის "კონიასპორმა" გაუშვა, ლევანი კი ახლა ახალ გუნდს ეძებს.

ასევე, ცნობილია, რომ ქართველი მარჯვენა გარემარბი ამ დროისთვის "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით