"ბაიერნი" კომანის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს

10-06-2021, 20:28

Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგ გარემარბს, კინგსლი კომანს მხოლოდ ძალიან სარფიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში გაუშვებს.

FussbalTransfers.com-ის თანახმად, "რეკორდმაისტერს" კონკრეტულ თანხაზეც აქვს ნაფიქრი და იგი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომანში ამხელა ფულს ალბათ არავინ გადაიხდის, ბავარიელთა მიერ დასახელებული რიცხვი კინგსლის პოტენციური მსურველების დასაფრთხობად გამიზნულად უნდა განვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევი და "ბაიერნი" ამჟამად ახალ კონტრაქტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 20 მილიონი ევროს მიღება სურს, კლუბი კი მხოლოდ 16-17 მილიონი ევროს გაცემაზეა თანახმა.

გასულ სეზონში კომანმა 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 15 ასისტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით