დე ხეამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ახალი ცნობა

10-06-2021, 21:09

2020/21 სეზონის განმავლობაში, დავიდ დე ხეას მიერ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების შესახებ აქტიურად იწერებოდა.

30 წლის მეკარის ტრანსფერის განხილვის მიზეზი, ის გახლდათ, რომ განვლილ სეზონში დე ხეა გუნდის სასტარტო მეკარე სტაბილურად არ იყო, მას ხშირ შემთხვევაში სათადარიგო სკამზე უწევდა დაჯდომა, სათადარიგო მეკარეობა კი მის გეგმებში არ შედის.

ცნობილ გამოცემა Sun ესპანელი მეკარის მომავალთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბრიტანულ წყაროზე დაყრდნობით, დე ხეამ "მანჩესტერში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამავე გამოცემის ცნობით, სულშერი მას შემდეგ სეზონში "იუნაიტედის" სასტარტო მეკარედ განიხილავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით