აგენტმა დაადასტურა - "ჩელსის" სამიზნე გუნდში რჩება

10-06-2021, 21:31

როგორც მოგეხსენებათ, დიდი საუბრები იყო იმის შესახებ, თუ სად წავიდოდა რომელუ ლუკაკუ. თითქოსდა ბელგიელი, ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ იტალიელის გზას გაუყვებოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა და ეს აგენტმაც დაადასტურა.

"რომელუ "ინტერში" ბედნიერია. მას ამ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, შესაბამისად პრობლემები არ იქნება. ის კლუბში რჩება" - თქვა ფედერიკო პასტორელომ Football Italia-სთან ინტერვიუში.

ბელგიელის გარდა "ჩელსის" კიდევ რამდენიმე ცენტრ-ფორვარდი ჰყავს მიზანში ამოღებული, როგორებიცაა: ერლინგ ჰოლანდი, ლაუტარო მარტინესი და ჰარი კეინი. აქედან გამომდინარე, ბრძოლა "ჩელსისთვის" დასრულებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს ამჟამინდელი ფასი Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, 100 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით