ცნობილია: რა თანხა გამოიმუშავა შერაზადიშვილმა მსოფლიო ჩემპიონობით

10-06-2021, 23:11

ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და კვარცხლბეგის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

ამ გამარჯვებით, ნიკოლოზმა აღნიშნული ტურნირი კარიერაში უკვე მეორედ მოიგო, რაც რა თქმა უნდა, საოცარი შედეგია.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის ქართველი სპორტსმენი დაახლოებით 20 800 ევროს მიიღებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით