სანიოლი: "დროთა განმავლობაში ის ზიდანს ემსგავსება"

10-06-2021, 23:30

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ფრანგულ გამოცემა lequipe-სთან ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტი საკუთარი ქვეყნის ნაკრების კარს მომდგარი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს. ფრანგებმა კონტინენტის პირველობის წინ ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვეს.

"გამარჯვება კარგის ნიშანია. შეტევით ფაზაში საფრანგეთი ორგვარად ვიხილეთ - ერთი კარიმ ბენზემასთან ერთად, რომელიც კომბინირებულად თამაშობდა და ნებისმიერ სივრცეს იყენებდა. ოლივიე ჟირუს გამოსვლისას შეტევა უფრო ვერტიკალური გახდა, დემბელემ და მბაპემ კი გუნდს მეტი სისწრაფე შესძინეს".

ქართველთა თავკაცმა განსაკუთრებით ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა, რომელმაც გასულ ამხანაგურ შეხვედრებში ორი გოლი გაიტანა:

"ბარსელონას მოთამაშეს შეტევის დაწყებაც და დაგვირგვინებაც შეუძლია. ის ბოლომდე მოტივირებულია და შავ სამუშაოსაც ასრულებს. ანტუანი დროთა განმავლობაში ზინედინ ზიდანს ემსგავსება", - განაცხადა სანიოლიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით