საოცარი ჩატენვა და ჩემპიონობა - შენგელიამ რუსეთში საქართველოს დროშა ააფრიალა (ვიდეო)

11-06-2021, 01:39

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის "ცსკა"-ს რიგებში პირველი ტიტული მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა VTB ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში "უნიქსი" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ბუნებრივია, თოკომ შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და მის გუნდს 19 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასითა და 1 დაფარებით დაეხმარა.

გარდა უშუალოდ სტატისტიკისია, თამაშის მიმდინარეობისას ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ქართველმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და გუნდს 6 ქულა მოუტანა. მათ შორის ერთ-ერთ ეპიზოდში სანახაობრივი ჩატენვაც შემოგვთავაზა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თორნიკემ მოსკოვურ კლუბში პირველი ტიტული მოიგო და დაჯილდოებაზე ქართული დროშაც ააფრიალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით