"ყველას ძალიან დიდი მადლობა" - ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური პოსტი

12-06-2021, 18:20

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შესაშური წარმატებით გამოდის. ქართველებს უკვე 4 მედალი აქვთ მოპოვებული - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

საინტერესოა, რომ ორივე ბრინჯაო 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ მოიხვეჭეს.

აღნიშნული წარმატების შესახებ ლიპომ ფეისბუქზე ვრცელი პოსტი დაწერა:

"ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, გულშემატკივრების გვერდში დგომისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდში დგომა, ჩემი წარმატებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.

განსაკუთრებით კი ამ მაგარ ადამიანს ვულოცავ მის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ტოლფას მედალს და ვუსურვებ ყველა მწვერვალის დაპყრობას @sulamanidze_Ilia."
- წერს ვარლამი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ გუნდურ პირველობაში იჭიდავებს. დღეს კი ბრინჯაოს მოგების შანსი გელა ზაალიშვილს აქვს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით