ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ქომაგებისთვის

16-06-2021, 12:03

როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტში ახლახან დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხრის ტრავმა მიიღო მისი ოლიმპიადაზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

მას თბილისში საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდა და ყველაფერი ნათელია - მისიმხარი არც მოტეხილია, არც ნაღრძობი, დაზინებული მხოლოდ მყესია, შესაბამისად ბექაური ოლიმპიადაზე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ქართველის ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, რადგან ექიმების ადრეული დასკვნებითვე საქმე ზედაპირულ დაზიანებასთან გვქონდა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ძიუდოისტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, თუმცა ნაკრები ყველაზე უსიამოვნო ამბავს გადაურჩა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით