ბრძოლა გრძელდება - კვარაცხელიას მსურველებს შორის ინგლისური გრანდია

16-06-2021, 23:07

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის თაობაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება.

ამჯერად SportItalia-ს ჟურნალისტმა რუდი გალეტმა დაწერა, რომ 20 წლის ქართველით "ლიდსი" და "ევერტონი" ინტერესდებიან.

წყაროს თანახმად, კვარას რუსეთში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია და მას ინგლისის პრემიერ ლიგა ელის. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, იგი 20-25 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა შემტევს "რუბინთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

გასულ სეზონში ხვიჩამ რუსეთის ჩემპიონატში  23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი, გააკეთა 4 ასისტი და გამოიმუშავა 4 პენალტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით