შენგელია: "სანიოლიმ გვითხრა, რომ მოედანზე ასეთები უნდა ვიყოთ"

17-06-2021, 00:20

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრები ვილი სანიოლიმ ჩაიბარა. Crystalsport-თან საუბრისას, ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, ლევან შენგელიამ, ფრანგ სპეცეალისტზე ისაუბრა:

პირველ შეკრებაზე ერთად ბევრი დრო ვერ გავატარეთ- ჩამოსვლის შემდეგ კოვიდ ტესტი გავიკეთეთ და სულ 2 მსუბუქი ვარჯიშის ჩატარება მოვახერხეთ. ასე ვთქვათ, გაცნობითი ხასიათის შეკრება იყო, სადაც ტაქტიკურ საკითხებზეც ვისაუბრეთ. ვილიმ გვითხრა, რომ თუ მთელი თამაში იმაზე ვიფიქრებდით, გოლი არ გაგვეშვა, ეს აუცილებლად მოხდებოდა და მატჩს წავაგებდით- სანილიომ კი გვითხრა, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოგვეკრიბა და მოედანზე თავხედურად გვეთამაშა.

რაც მთავარია, მოედანზე თამაშის საშუალებას გვაძლევს- არც ყვირის და არც გვძაბავს. იყო მომენტები, როცა შეცდომები დავუშვით, თუმცა ის გვამხნევებდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყვირილს აზრი აღარ აქვს და ჩვენზე უარყოფით გავლენას ახდენს
,"-განაცხადა შენგელიამ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით