შარონოვი: "დავითაშვილი ამით კვარაცხელიას ჯობს"

17-06-2021, 00:28

ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა, რუსული გუნდის ორი ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი შეადარა.

მისი თქმით, არსებობს 1 კომპონენტი, რაშიც დავითაშვილი კვარას სჯობს:

ხვიჩა და ზურიკო ინდივიდუალურად უძლიერესი ფეხბურთელები არიან. ფიზიკურ მომზადებაში დავითაშვილი შედარებით სუსტია და მას კვარაცხელია ჩაგრავს, თუმცა ხაზებს შორის ფეხბურთი ზურიკოს უკეთ ესმის.

ხვიჩას მთავარი პლუსები ჩანს მაშინ, როცა ბევრი თავისუფალი სივრცე აქვს. ის სლუცკის ფილოსოფიისთვის ზედგამოჭრილი ფეხბურთელია. გუნდები, რომლებსაც მისი გადაბირება სურთ, იციან, რა დონის პოტენციალთან აქვთ საქმე. რთული სათქმელია, არის თუ არა კვარაცხელია უკეთესი ჩემპიონატისთვის მზად, თუმცა თუ ის ახალ კლუბში სკამზე იჯდება, მისი კარიერა უდიდეს დარტყმას მიიღებს
,"-განაცხადა მან.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით