ხოჭოლავა თურქულ გრანდში !? - სავარაუდოდ, ქართველი "შახტარს" დატოვებს

17-06-2021, 10:04

დონეცკის "შახტარის" 28 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კარიერა შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი მოთამაშის დამატებას თურქული გრანდი, "ტრაბზონსპორი" განიხილავს და მზად არის, რომ ხოჭოლავას სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გაიღოს.

თავის მხრივ, "შახტარის" ახალი მწვრთნელის რობერტ დე ძერბის თქმით, კლუბს 2 ახალი ცენტრალური მცველი სჭირდება, რაც, სავარაუდოდ ხოჭოლავას წასვლისკენ მიუთითებს.

ქართველი მცველი უკრაინული გუნდის რიგებში 2017 წლის შემდეგ ირიცხება და ამ პერიოდში 83 მატჩის ჩატარება მოასწრო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით